20 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
"წინასაარჩევნო დემაგოგია" - რომან გოცირიძე მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვაზე

"ეს არის მაჩანჩალა ხალხი. ამათ არ შეუძლიათ იყვნენ წინამძღოლები, არიან ჩამორჩენილი იდეის მატარებელნი,"- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" მმართველი გუნდის მისამართით გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის საკითხზე ისაუბრა და მას "წინასაარჩევნო დემაგოგია" უწოდა. 

"რა საჭიროა დღეს მორატორიუმი, რატომ ატეხეს ეს ხმაური? ყველაფერი ეს არის მიმართული წინასაარჩევნო მიზნებისთვის, ეს არის წინასაარჩევნო დემაგოგია," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები