28 ივნისი 2017,   04:27
ვრცლად
"რა საჭიროა კონსტიტუციის დონეზე ავიტანოთ, ეს არის პოპულიზმის შედეგი"- გიგა ბედინეიშვილი მიწების გაყიდვის აკრძალვაზე

"თუ არ უნდა, რომ მიყიდოს უცხოელს, ნუ მიყიდის, არავინ აძალებს. რა საჭიროა ეს კონსტიტუციის დონეზე ავიტანოთ, ეს არის სრული პოპულიზმის შედეგი,"- ამის შესახებ ეკონომისტმა, გიგა ბედინეიშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბედინეიშვილის თქმით, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის საკითხზე განხილვების დაწყებამ უარყოფითი ეკონომიკური შედეგი მოიტანა,  

„უარყოფითი ეკონომიკური შედეგი უკვე დადგა იმ წუთასვე, როცა დაიწყო არასაჭირო საუბარი, უნდა იყოს თუ არა მიყიდული სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე. ხალხი უყურებს საქართველოს, მათ შორის, უცხოელი ინვესტორები, ეს შეუმჩნეველი არავის დარჩენია, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი უარესდება,“ - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები