20 ოქტომბერი 2017,   16:27
ვრცლად
„აბსოლუტური პარადოქსია ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაში მიწის გასხვისების აკრძალვაზე“ - ნინო ზამბახიძე

„აბსოლუტური პარადოქსია ის, რომ  ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაში მიწის გასხვისების აკრძალვაზე,“ - ასე აფასებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას.

მისი თქმით, მიწების გასხვისების აკრძალვის შემდეგ არა ერთი საფრთხე ჩნდება და აღნიშნავს, რომ ბანკისთვის არ ამიმზიდველ პროექტად დასახელდებიან.

„ძალიან ბევრი ინვესტიციები მოხდა, იგივე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, იგივე სახელმწიფოს მხრიდან, ისინი ბანკისთვის აღარ ხდებიან მიმზიდველები. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, აქ არ არის საუბარი, უცხოელი ვეღარ შეძლებს მიწასთან წვდომას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის შეძენას, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არსებული ფერმერები ვეღარ განვითარდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბანკს უცხოური კაპიტალი აძლიერებს და ისინი იპოთეკაში არსებულ მიწებს ვეღარ ჩაიდებენ,“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანულ კანონში ბევრი არასწორი ფორმულირებაა. მისი თქმით, შესაძლოა გარკვეული კორუფციული ნიშნები გამოიკვეთოს. ნინო ზამბახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტით, ფერმერების განვითარება იზღუდება.

"ეს არის მხოლოდ პოპულისტური განცხადება და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყით, იმიტომ, რომ ეს ეხება ადამიანების ემოციას. მაგრამ მეორეა, საპირწონე ქვეყნის ეკონომიკა და ამ ადამიანების, როგორც, ასე ვთქვათ, ბიზნესების განვითარება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, სანამ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ," - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

დღის ამბები