16 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
ფოთის წისქვილკომბინატის აფეთქებისას დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს

ფოთის წისქვილკომბინატის აფეთქებისას დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს. მარცვლეულის ტერმინალის ორი თანამშრომელი აფეთქების შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს პირველი ხარისხის დამწვრობა დაუდგინდათ. აფეთქება ფოთის ე. წ. წისქვილკომბინატში გუშინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აალების მიზეზი. შემთხვევას გამოძიება სწავლობს.

დღის ამბები