20 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
"მკვლელი სახლები" - ძველი თბილისი ყოველდღიურად ინგრევა

"მკვლელი სახლები" - ასე უწოდებენ მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლები შენობებს, სადაც ოჯახებით მრავალი წელი გაატარეს, დღეს კი მწვავე ავარიული ნაგებობები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. საუბარია ისტორიული ძეგლის სტატუსის ქონე შენობებზე, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება.

ხელისუფლება ამ ძეგლების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მოსახლეობას სთავაზობს 300-400 ლარის ქირის ანაზღაურებას და არავითარ სამომავლო პერსპექტივას. ისტორიული ძეგლების პირვანდელი სახით აღდგენა ინვესტორისთვის კომერციულად საინტერესო არ არის. ამასობაში კი შენობები იშლება, მოქალაქეებს კანალიზაცია ოთახებში შემოსდის, თავზე აწვიმს, კედლებს უზარმაზარი ბზარები უჩნდება. ხიფათი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით ძალიან დიდია. დოკუმენტის მიხედვით, ამ სახლში ცხოვრება "სიცოცხლისათვის საშიშია". ძველი თბილისი ყოველდღიურად ინგრევა.

დღის ამბები