19 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
ერთ დღეში განადგურებული წლობით ნაშენები მეურნეობა - მოსახლეობა პრობლემების წინაშე სრულიად მარტოა 

მეფუტკრეთა კოოპერატივ ”საჩინოში“ ზარალს ითვლიან - ადიდებულმა რიონმა, 1500 მეტრით დაშორებული მეფუტკრეთა მეურნეობა  მთლიანად დატბორა. 1014 სკა, თაფლსა და ფუტკრის ოჯახთან ერთად წყალმა წაიღო. განადგურდა 70 ოჯახის ერთობლივი ინვესტიცია.  ფერმერებმა წყლიდან მხოლოდ 200-მდე სკის ამოღება შეძლეს. მეფუტკრეობის კოოპერატივი "საჩინოს“ წარმომადგენელები ამბობენ, რომ მეფუტკრეობის დაზღვევა არ ხდება, ზარალი კი დიდი მიადგათ.

მეფუტკრეობა არ არის ერთადერთი სფერო, რომელზეც აგროდაზღვევა არ მოქმედებს. კასპის რაიონის სოფელ დოესში, ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ ბაღებზე, ძლიერმა ყინვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. ყინვა აქ ერთ-ერთი უმთავრესი სტიქიაა, რომელსაც არც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული და არც ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტი არ აზღვევს. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდეს ნაწილსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

დაზღვევა მხოლოდ სოფლის რამდენიმე მოსახლეს ჰქონდა, რომელსაც თავის მხრივ გარკვეული კრიტერიუმები ჰქონდა. დაზღვევა ძალაში იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუკი ნაყოფი კონკრეტულ მახასიათებელს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, 2 წლის წინ, ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსახლეობამ მაინც ვერ შეძლო.

სადაზღვევო ასოციაციის შეფასებით გლეხები კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ ისეთი რისკების დაზღვევას, როგორიც ყინვა და გვალვაა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები