18 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
ვარკეთილში 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

მკვლელობა ვარკეთილში. შემთხვევა გვიან ღამით, მესამე მიკრო რაიონში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ექიმის თქმით, დაზარალებულს ჭრილობა გულმკერდის არეში ქონდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია. შინაგან საქმეთ სამინისტროს განცხადებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები