16 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
მმართველმა გუნდმა იმიტომ აიტაცა მონარქიის თემა, რომ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე - სალომე სამადაშვილი

ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან პატრიარქის ინიციატივაზე კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე საუბარს, პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ მონარქია ფუფუნებაა, რომლის შესაძლებლობა ბევრ მდიდარ ქვეყანასაც არ აქვს.

„სწორედ ამიტომ აიტაცა მმართველმა გუნდმა მონარქიის თემა, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს პატრიარქიც ნათლად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მონარქია არის ძალიან ძვირი ფუფუნება, რომლის შესაძლებლობებიც არ აქვს მათ შორის, უმდიდრეს ევროპულ სახელმწიფოებს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები