18 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
ახალი საეჭვო გარემოებები აფგან მუხთარლის საქმეში - ადვოკატი გამოძებას PS-ის მიერ მოპოვებული ვიდეო მასალის ამოღებას სთხოვს

ფაგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამ წუთებში ძველი თბილისის განყოფილებაში იმყოფება. ადვოკატი დამატებითი საეჭვო გარემოებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს, რომელიც უფლებადამცველის განცხადებით, "პოსტკრიპტუმის" მიერ მოპოვებული ვიდეო მასალით გამოიკვეთა.

კერძოდ, საუბარია სავარაუდოდ დამონტაჟებულ კადრებზე, რომელიც აფგან მუხთარლის გადაადგილების მარშრუტს ასახავს.

დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოს ყველა იმ ვიდეო კამერის ჩანაწერის ამოღების შუამდგომლობით მიმართა, რომლებზეც შესაძლოა ჟურნალისტის გატაცების ფაქტი იყოს გადაღებული.

კერძოდ, საუბარია ნიაღვრისა და ჭოველიძის ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან მასალის ამოღებაზე.

არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ თუ დროულად არ მოხდება აღნიშნული ვიდეო მასალი ამოღება და ფაქტების გამოძიება, მაშინ საქმის გახსნის ალბათობა ნულის ტოლი იქნება.

„დღეს შემაქვს განცხადება, რომლითაც მოვითხოვ ამოღებული იქნას სრულად სათვალთვალო კამერები ნიაღვარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან. ასე გადამოწმებული იყოს საეჭვო პიროვნება, ვინც ჩვენ ვიდეო ჩანაწერებში ვნახეთ და რომელიც უთვალთვალებს თუ როგორ ჯდება აფგან მუხთარლი მიკრო ავტობუსში და ასევე ვითხოვთ ჭონქაძის ქუჩამდე ნომერი 4 სამარშუტო ტაქსის ვიდეო სათვალთვალო კამერების ამოღებას, რათა დადგინდეს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება, რითაც აფგან მუხთარლი მივიდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიამდე და ასევე იყო თუ არა ამ მანქანაზე ადევნება. თუ არ იქნება ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული ამომწურავად და მყისიერად, ფაქტობრივად ამ დანაშაულის გახსნის ალბათობა იქნება ნულის ტოლი," - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები