23 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
თავდასხმა ქუთაისში - სავარაუდოდ ნაპოვნია გატაცებული საინკასაციო მანქანა

ქუთაისში ცოტა ხნის წინ საინკასაციო მანქანას დაესხნენ თავს. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში ნაპოვნია გატაცებული მანქანა. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სისხცლის სამართლის საქმე 179-ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს. თვითხილველებმა დაინახეს, რომ ისინი შეიარაღებულები იყვნენ და ნიღბები ეკეთათ. სხვა დეტალები უცნობია. უცნობია გატაცებული თანხის რაოდნეობაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები