28 ივნისი 2017,   04:24
ვრცლად
მაკრონის პარტიამ საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა

პრეზიდენტ მაკრონის პარტიამ საფრანგეთის ნაციონალურ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, პარტია "წინ რესპუბლიკა" და მისი მოკავშირე "დემოკრატიული მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 300-ზე მეტ ადგილს დაიკავებენ.

ეს შედეგი ემანუელ მაკრონს საკუთარი რეფორმების განსახორციელებლად ძლიერ მანდატს აძლევს. დეპუტატის სტატუსი პირველად მოიპოვა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა. მისი "ნაციონალური ფრონტი" პარლამენტში 8 მანდატით შედის.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა რეკორდულად დაბალი, 42% იყო.

დღის ამბები