20 აგვისტო 2017,   02:38
ვრცლად
აქცია სოფელ შამგონაში - მოსახლეობა ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს

ამ წუთებში სოფელ შამგონაში მოსახლეობა აქციას მართავს და მდინარე ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მდინარის ადიდების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორია იტბორება.

მოსახლეობის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ მდინარე ენგურის სანაპიროზე ქვა-ღორღის ამოღების ლიცენზია გასცა.

"TNT გრუპის" ხელმძღვანელი მანუჩარ ჩანგელია აცხადებს, რომ ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა. 

აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც მივიდნენ. 

დღის ამბები