ქუთაისში სამართალდამცველები საინკასაციო მანქანაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს იძიებენ. უკვე ნაპოვნია გატაცებული მანქანა. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ნიღბები ეკეთათ.
ცნობილია, რომ საინკასაციო მანქანით ფეიბოქსის აპარატიდან ამოღებული თანხა გადაჰქონდათ. დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს. უცნობია გატაცებული თანხის რაოდენობაც.
ყაჩაღობა, დაახლოებით, დღის 11 საათზე მოხდა.
სისხლის სამართლის საქმე 179-ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.