20 აგვისტო 2017,   02:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მამა კახაბერ გოგოტიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, საუბრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და საკონსტიტუციო მონარქია იყო.

„შეხვედრა ჰქონდათ მის უწმინდესობასთან. თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და შეეხნენ ასევე, საკონსტიტუციო მონარქიის თემასაც. საპატრიარქოს პოზიცია, თქვენ ალბათ გუშინ მოისმენდით პატრიარქის ქადაგებას და ეს გახლავთ," - განაცხადა მამა კახაბერმა.

საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე აღნიშნავს, რომ უმრავლესობის წევრების პოზიცია საკონსტიტუციო მონარქიის თაობაზე, მისთვის უცნობია.

"უწმინდესი მათ შეხვდა ცალკე, მე არ დავსწრებივარ ამ შეხვედრას და მე შესაბამისად, ვერ მოგახსენებთ,“ - განაცხადა მამა კახაბერმა.

დღის ამბები