25 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
ლონდონის გრენფელ ტაუერში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

ლონდონის გრენფელ ტაუერში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მონაცემები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.

გარდაცვლილთაგან ამ დროისთვის მხოლოდ ხუთია ოფიციალურად იდენტიფიცირებული. ოპერაცია დამწვარ შენობაში სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

სამართალდამცველების ცნობითვე, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 დაკარგული ადამიანი ცოცხალი იპოვეს. სამძებრო სამუშაოების პარალელურად, პოლიცია ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

დღის ამბები