20 აგვისტო 2017,   02:38
ვრცლად
მესამე სექტორში პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს კამათის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო სექტორი ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის ყველა ჩართულ მხარეს კონსენსუსის მიღებისკენ მოუწოდებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის საკონსტიტუციო განხილვებთან დაკავშირებულ კამათს აკრიტიკებენ და კამათის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ლევან ალაფიშვილი, მხარეებს კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს.

„ასეთი საკითხები ქვეყნის პირველ და მეორე პირს შორის დებატებით არ წყდება, მითუმეტეს, საჯარო მოწვევით განვიხილოთ კონსტიტუცია. კონსტიტუციური განხილვების გრძელი გზა ჩვენ გავიარეთ. ერთადერთი, რასაც მე გავიმეორებ და კვლავ მოვუწოდებ ორივეს, ქვეყნის პირველ და მეორე პირსაც, რეალურად, ყველამ ერთად გავიაზროთ სად ვართ, რა გამოწვევები გვაქვს და გავიხედოთ წინ,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა. 

ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა და საკუთარი შეთავაზება კიდევ ერთხელ განმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან პრეზიდენტს არა დებატები, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების ღია ეთერის მეშვეობით, საზოგადოებისთვის გაცნობა შესთავაზა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გეგმავენ, რომ დღეს კიდევ გამოეხმაურონ პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევას და განცხადებებს.

დღის ამბები