ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას ითხოვს. ეს მუხლი მცირე და მიკრობიზნესის მიმდინარე გადასახდელების და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესს ითვალისწინებს.
დეპუტატი ამბობს, რომ ამ გზით ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური მიმდინარეობა დამკვიდრდება.
„ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებული სააკაშვილის მიერ მიღებული მისი რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება აუქმებს წარმომადგენლობით მმართველობას საქართველოში. ჩვენ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შევცვალოთ. ერთ მხარეს არის სააკაშვილი და მისი ადეპტები, მეორე მხარეს არის ვენეციის კომისია, ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.