20 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
გიგი უგულავამ დიდუბის მოსახლეობას მერობის და დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ დიდუბის მოსახლეობას პარტიის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და თვითმმართველობის არჩევნებზე დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი წასიძე წარუდგინა. შეხვედრაზე ელენე ხოშტარიამ მოსახლეობას თანამედროვე ქალაქის განახლების კონცეფციის პრეზენტაცია მოუწყო, რომელიც ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის ხაზის გადატანას ეხება.

„ეს არის ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, სატრანსპორტო განტვირთვა, გარემოს პრობლემების მოაგვარებს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რკინიგზის ხაზის გადატანის დადებით მხარეებზე საუბრობს გიგი უგულავაც. 

„ის ტერიტორია, რომელიც გამოთავისუფლდება, იძლევა იმხელა რესურსს, რომ აქ მოეწყოს ცენტრალური პარკიც და დანარჩენი ტერიტორია განაშენიანდეს ისე და იყოს მიწის ის თავისუფალი რესურსი, რომელიც მშენებლებს აქეთ წამოიყვანს,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

დღის ამბები