28 ივნისი 2017,   04:20
ვრცლად
მმართველი გუნდი აფგან მუხთარლის საქმეზე შს მინისტრისგან ინფორმაციის მიღებას გეგმავს

მმართველი გუნდი აფგან მუხთარლის საქმეზე ძალოვანი უწყებისგან ინფორმაციის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ბიუროზე გახდა ცნობილი. განცხადება სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა. ოპოზიციამ დღეს ბიუროზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი, საერთაშორისო თანამეგობრობების რეაქციის შემდეგ პარლამენტარებს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„ამ გამოძიებისას ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს პარლამენტი... ფაქტობრივად, საქართველოს სამართალდამცავები, ძალოვანი მხარე არის, ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილი ძალიან სერიოზულ დანაშაულში,“  - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ოპონენტების პასუხად აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი შს მინისტთან შეხვედრას გეგმავს.

„ჩვენ გვექნება შეხვედრა შს მნინისტრთან, ამ თემაზე ვაპირებთ, რომ მისგან მივიღოთ პირველადი ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე, შემდეგ პროკურატურის მხრიდანაც მივიღოთ ეს ინფორმაციები და ამის შემდეგ ჩვენც გვექნება ჩვენი შიდა სამუშაო პროცესი, რომ დავგეგმოთ, რა შეიძლება პარლამენტმა გააკეთოს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი, აღნიშნავს, რომ პარლამენტის მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას პარლამენტშიც ხედავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები