20 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ხალხი - ეკა ბესელია კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობს

„ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ხალხი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა ბესელიამ კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრისას გააკეთა.

ის ფიქრობს, რომ ამ საკითხზე ხალხის გამოკითხვის არცერთი ფორმა არ უნდა გამოირიცხოს. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ კონსტიტუციური მონარქიის დამყარების საკითხი საზოგადოებამ ღიად უნდა განიხილოს, რაც შესაძლოა გრძელვადიანი გეგმა აღმოჩნდეს.

„ეს არი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებებს ახლა არ უკავშირდება. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ახლა თანმხვედრი პროცესი, მაგრამ ის, რომ ეს იდეა არის ძალიან საყურადღებო და მისი უწმინდესობისგან, მე პირადად პირველად არ მესმის ეს იდეა, არაერთხელ მომისმენია ადრეც. ეს იდეა ნამდვილად ღირს იმად, რომ საზოგადოებაში იყოს მსჯელობა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები