19 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
განადგურებული მოსავალი და დაზიანებული სახლები - მცხეთის რაიონის მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს 

სტიქია მცხეთის რაიონში. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფელ ძეგვში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოშალა. სეტყვის გამო დაზარალდა ნუნისის მოსახლეობაც. სტიქიამ მათ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, სერიოზული ზარალის მიუხედავად, სტიქიის დაზარალებულ არცერთ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი არ მისულა.

მოსახლეობის თქმით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, მოსავალი სრულად გაანადგურა. მცხეთის რაიონის მოსახლეობა გამგებელთან დაკავშირებას და შეხვედრას ვერ ახერხებს. გამგებლის მოადგილე კი "კურიერს" ბოიკოტს უცხადებს და კომენტარზე უარს ამბობს.

მცხეთის რაიონის რამდენიმე სოფელში ამ დრომდე წვიმს. სინოპტიკოსები კი, უახლოესი დღეების განმავლობაში გამოდარებას არ ელოდებიან.

დღის ამბები