20 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.   

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4081 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც ვაჭრობამდე მოქმედებდა, 2.4094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6867 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.700 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა.

დღის ამბები