23 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
სტამბოლის პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა - მათ ბრალად თანხების გამოძალვა ედებათ

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვა ედებათ ბრალად.

მედიის ცნობით, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისას 1 მილიონ 500 ათასი თურქული ლირა მიიტაცა.

მედია უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებსაც აქვეყნებს და წერს, რომ დაკავების ოპერაცია ქალაქის სამ რაიონში 17 ივნისს ჩატარდა.

ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები