19 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მკაცრად მოვაწესრიგოთ ეს საკითხი - კობახიძე მიწის საკითხის რეგულაციაზე

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მკაცრად მოვაწესრიგოთ ეს საკითხი,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიწასთან დაკავშირებულ რეგულაციას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო განხილვისას გამოვლინდა, რომ მიწის განკარგვის საკითხი იწვევდა ემოციურ დამოკიდებულებას. მან აღნიშნა, რომ დღეს მიწის ფასი დაბალია, რაც საზოგადოებაში იწვევს იმის ცდუნებას, რომ უცხოელებზე გაყიდონ.

"ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, ხუთნახევარი პროცენტი არის უკვე გასხვისებული უცხოელებზე მიწის რესურსი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ, რა თქმა უნდა, საუკეთესო მიწას ყიდულობენ უცხოელები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ უცხოელებზე მიწის არგაყიდვით ეკონომიკაზე მიზერული გავლენა მოხდება.

„ჩვენ დამატებით სიღრმისეულად გავაანალიზეთ, თუ რა წვლილი შეაქვს მიწის გასხვისებას უცხოელებზე ან უცხოურ კომპანიებზე ეკონომიკურ ზრდაში და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები