23 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
საზღვრის უკანონო გადაკვეთა - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 

ამირ ა. სამართალდამცავებმა წითელი ხიდის მონაკვეთზე დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები