24 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
არეულობა ბათუმში - დაკავებულების სასამართლო პროცესზე 9 მოწმეს მოუსმენენ 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ საათში 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებულების პროცესი განახლდება.  მოსამართლე 9 მოწმეს მოუსმენს.

გამომძიებლები საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობენ. ადვოკატები კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მიიჩნევს თავს უდანაშაულოდ. ჩვენ იმედი გვაქვს სამართლიანი სასამართლოსი, მოსამართლის, რომელიც მიიღებს ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას, გამამართლებელი განაჩენის სახით,“-განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 20 პირი, მათგან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია ორგანიზების ბრალდებით იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

დღის ამბები