20 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
პარტია ”თავისუფალი საქართველო” ცესკოსა და მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს

პარტია ”თავისუფალი საქართველო” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს. ოპოზიცური პარტიის ულტიმატუმის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე არ მოხდება რეფერენდუმის ჩატარება, მაშინ ისინი საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებას მოახდნენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კახა კუკავას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, ქვეყანას საბჭოთა წარსულში აბრუნებს.

დღის ამბები