25 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
რუსული მედიის ცნობით, ნატოს ავიაგამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა

ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე. რუსული მედიის ცნობით, ნატოს ავიაგამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა ბორტიდან გადაიღეს. F-16 ტიპის გამანადგურებელთან ერთად კადრებში რუსული სუ-27-იც ჩანს, რომელიც თვითმფრინავებს შორის დგება, რის შემდეგაც ავიაგამანადგურებელი კურსს იცვლის.

ინციდენტთან დაკავშირებით კრემლში განცხადება არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ცნობით, სერგეი შოიგუ კალინინგრადში მიემგზავრებოდა, სადაც სამხედრო უწყებების კოლეგიის გასვლით სხდომას გამართავს.

დღის ამბები