19 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
ხანძარი გლდანის ერთ-ერთ კორპუსში - დაშავებულეთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

გლდანის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 5 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და მეხანძღეებმა მისი ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. ხანძარი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ასევე უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დღის ამბები