18 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
4 თვიანი ლოდინის შემდეგ, მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვდნენ

4 თვიანი ლოდინის შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრა შედგა. შეხვედრა პატრიარქის რეზიდენციაში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ბრალდებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ უწმინდესი გახმაურებულ და სკანდალურ საქმეზე მხოლოდ დაინტერესებული მხარის ინფორმაციას ფლობდა, საქმის დეტალებზე საუბრის საშუალება კი, იმ ეპისკოპოსებმა არ მისცეს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ.

პატრიარქთან აუდიენციას ბრალდებული დეკანოზის მშობლები, ცოლი, 2 არასრულწლოვანი შვილი, და-ძმები და სინოდის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოჯახმა მოისმინა იყო ის, რომ უწმინდესს ბრალდებული დეკანოზის სჯერა და თვლის, რომ ციანიდის საქმე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

შეხვედრის დასრულებიდან ერთ საათში მედიასთან ისაუბრა პატრიარქის მდივანმა. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მამალაძეებისთვის პატრიარქთან საუბარში ხელი არავის შეუშლია.

ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებით, ილია მეორის პოზიციამ, საპატრიარქოს ქონების მართვის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეში კიდევ მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები