25 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
მოულოდნელი ცვლილებები კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში და ოპოზიციის ბოიკოტი

კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო, თუმცა „ქართული ოცნება“ 4 თვის განმავლობაში განხილული დოკუმენტისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პროექტის დამტკიცებას გეგმავს.

მთავარი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შედის, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა და მისი არჩევის წესის 2024 წელს შეცვლაა, თუმცა, ასევე ირკვევა, რომ 2018 წელს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება 1 წლით გაიზრდება, რათა ქვეყნის შემდეგი მთავარსარდალი უკვე ახალი წესით არჩეულმა პარლამენტმა და თვითმმართველობის წევრებმა აირჩიონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფორსირებულ რეჟიმში მიღებულ მსგავს ცვლილებებს არ ეთანხმებიან. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის აზრი არ გაითვალისწინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კონსტიტუციის პროექტის განხილვის რიგგარეშე სხდომას დღეს ბოიკოტი გამოუცხადა. ასევე აღარ მიიღებენ ცვლილებების განხილვაში "მოძრაობა თავისუფლებისთის -ევროპული საქართველოს" წევრები.

კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტის უფელბომისლების ვადის გახანგრძლივებას ხელუფელბის უზურპაციად აფასებენ. მათთვის სადაო არა მოხლოდ პარლამენტში შეტანილი პროექტი, არამედ მთლინად განხილვების პროცესი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები