24 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
„ვითომ ღვიძლში მოგხვდა და ვერ ახერხებ გაგრძელებას“ - როგორ გავყიდოთ ორთაბრძოლა

„ვითომ ღვიძლში მოგხვდა და ვერ ახერხებ გაგრძელებას“ - ტრავმის გათამაშებას მწვრთნელი, მოკრივე გიორგი აბრამიშვილს სთავაზობს და რამდენიმე წამში მოკრივე ამ გეგმას ზედმიწევნით ასრულებს. პრესტიჟული ორთაბრძოლა გერმანიაში, დორტმუნდში ტარდებოდა. გიორგი აბრამიშვილი საქართველოს სახელით თურქ სპორტსმენთან ჩხუბობდა. ბრძოლაც მისი გამარჯვებით დასრულდა.

რატომ მოიტყუა ქართველმა მოკრივემ, პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. კრივის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ მსგავს შემთხვევებს მკაცრად აკონტროლებენ, თუმცა პროფესიულ კრივს განსხვავებული წესები და კანონები აქვს.

შეუძლია თუ არა ქვეყანას მსგავსი შემთხვევები შეაჩეროს და აღნიშნული საქციელი საქართველოს სახელით არ ხდებოდეს, სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ამის ბერკეტი არ არსებობს.

გარიგებული ორთაბრძოლების მხრივ ბრიტანელი ჟურნალისტების კვლევაში პირველი ადგილი საქართველოს უჭირავს, თუმცა ამ მხრივ ლიტვა, ბოსნია ჰერცოგოვინა და ბულგარეთიც გამოირჩევა.

დღის ამბები