20 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
ავარია ბათუმში - ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ავარია ბათუმში - ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული, მძიმე მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 23 წლის ახალაგზრდა გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდა. ავარიის შემდეგ ავტომობილის მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები