20 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
შინაპატიმრობა მუხთარლისთვის - ადვოკატები აზერბაიჯანში სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

აზერბაიჯანში სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებს აფგან მუხთარლის დაცვის მხარე. ადვოკატები მისთვის შინაპატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა პირველმა ინსტანციამ შუამდგომლობაზე უარი განაცხადა. მიზეზად მუხთარლის მიერ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა დასახელდა.

პარალელურად, ევროპულ სასამართლოში გადასაგზავნ სარჩელზე საქართველოში მუშაობს კონსტიტუციის 42-ე მუხლი. მზადდება ასევე აზერბაიჯანული მხარისთვის შესაგებელი მუხთარლის პატიმრობის დროებითი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.

"აფგან მუხთარლი დღემდე რჩება როგორც პოლიტიკური პატიმარი, დევნილი და ფაქტიურად ტყვე, თავის ჟურნალისტური საქმიანობის გამო," - აცხადებს მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.  

დღის ამბები