19 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
მთავრობა მოქალაქეებს ჯარიმებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

მთავრობა მოქალაქეებს ჯარიმებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიწონა.

ცვლილებების თანახმად თუ მოქალაქე დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, ის 20% ფასდაკლებთ ისარგებლებს.

საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით მხოლოდ საშეღავათო პერიოდის არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება. ამ მიდგომით გაიზრდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები.

მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

 

დღის ამბები