24 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატები საპატრიარქოში შემდგარ შეხვედრაზე ინფორმაციას მიაწვდიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძესთან მისი ინტერესების დამცველები რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. მათი განმარტებით, საუბრის მთავარი თემა ხვალინდელი სასამართლო პროცესი იქნება. თუმცა, ადვოკატები დაკავებულ დეკანოზს გუშინდელი შეხვედრის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც პატრიარქსა და გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შორის შედგა.

„დეტალურად გვექნება ის თემები განხილული და ინფორმაცია მიწოდებული იმ თემებზე, რაც გუშინ საპატრიარქოს შეხვედრას ეხებოდა,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გაგრძელდება, რომელზეც გიორგი ფანცულაიას განცხადებით, შესაძლოა მოწმეთა დაკითხვა დაიწყოს.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები