25 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
მეუფე დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს აზიარებს თუ არა მამა გიორგის - მამა კახაბერ გოგოტიშვილი

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, გუშინ საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ პატრიარქმა არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს სთხოვა, რომ მომდევნო კვირაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შესულიყო. რაც შეეხება მამა გიორგის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას მის ზიარებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ის მეუფე დიმიტრის სულიერი შვილია და ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს.

„უნდა აზიაროს მისმა მღვდელმთავარმა. მეუფე დიმიტრიმ უნდა გადაწყვიტოს მისი აღსარების საფუძველზე, აზიარებს თუ არა მამა გიორგის. მე მღვდელი მღვდელს ვერ გადავუწყვეტ ახლა, შეიძლება თუ არა მისი ზიარება,“ - განაცხადა საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისივე განცხადებით, მამა გიორგი მამალაძესთან ვიზიტის დღე ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

თავად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, მეუფე დიმიტრიმ ზიარებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები