25 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
"არმაზში" ხანძრისას გარდაცვლილი ბავშვების მშობლები სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს სასტუმრო "არმაზში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით იმსჯელებს. სასამართლო პროცესს უნდობლობას უცხადებენ ხანძრის შედეგად ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები.

მათი განცხადებით, გამოძიებამ ამ დრომდე საქმეში არსებული მხოლოდ მეორე ხარისხოვანი მოწმეები დაკითხა. ისინი მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ.

„პროცესზე სიარულს აზრი არ აქვს. ერთიდაიგივე ხელწერაა და ერთიდაიგივეს მოსასმენად ბათუმში სიარული არ ღირს. წავალთ პროცესზე, ერთი ორი კაცის დაკითხვა და აზრი მითხარით. ჩავიქნიე ხელი, იქნებ მოვიდეს ნორმალური მთავრობა, ვინც დაინტერესდება და გამოიძიებს. თორემ ამ საქმის ბოლო ეს იქნება, შემოდებენ თაროზე,“ - აცხადებს თორნიკე ხვიჩიას მამა ელგუჯა ხვიჩია.

ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრებს მომხდართან დაკავშირებით არა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ.

საქმეში ბრალდებულად გამოძიებამ სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე ზაზა ართმელიძე ცნო, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

დღის ამბები