25 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - საკონსტიტუციო სასამართლოში ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსმენენ

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების შესახებ კანონის განხილვა გრძელდება. უკვე მეორე დღეა ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსმენენ. გუშინდელი სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ დღეს დავით გაბეხაძემ სააგენტოს ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტიებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სააგენტო საგამოძიებო ინტერესებისგან თავისუფალია.

დღესვე მოსამართლეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელსაც მოუსმენენ. ასევე დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მოსმენაც.

შესაძლებელია, მოსმენების შესახებ კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ვერ დასრულდეს, რადგან 5 საათზე სხვა პროცესია ჩანიშნული.

დღის ამბები