20 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
ოფიციალურად - შოთა არველაძე უზბეკეთის საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელია

შოთა არველაძე უზბეკეთის საფეხბურთო კლუბის, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.

44 წლის ქართველი სპეციალისტის წარდგენის ოფიციალური ცერემონია 23 ივნისს გაიმართება.

არველაძე ბოლოს თელ-ავივის მაქაბის ხელმძღვანელობდა, რომელთანაც კონტრაქტი 2017 წლის დასაწყისში გაწყვიტა. მაქაბის გარდა არველაძე სხვადასხვა დროს თურქეთის ქაისერისფორში, ქასამფიშასა და ტრაბზონსფორში მუშაობდა.

დღის ამბები