18 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - არასაპარლამენტო ოპოზიცია დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ელოდება

ერთპარტიული საკონსტიტუციო ცვლილებებით უკმაყოფილო არასაპარლამენტო ოპოზიცია დახმარების თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

პოლიტიკური პარტიები ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას სთხოვენ, არ დაუშვან კონსტიტუციის იმ მოდელის მიღება, რომელიც შეთანხმებული არც პოლიტიკურ სპექტრთან და არც სამოქალაქო საზოგადოებასთან არ არის. საკოორდინაციო საბჭოს წევრები მაჟორიტარული სისტემის დატოვებასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას აპროტესტებენ.

თუკი ოცნება, საკონსტიტუციო ცვლილებების ამ მოდელს დაუჭერს მხარს და უფრო მეტიც კვლავ განაგრძობს ფორსირებულად კიდევ ახალი, ყველასთვის უცნობი ნორმების შემოტანას, ოპოზიციური ძალები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პარტიის ინტერესებზე იქნება მორგებული ოპოზიცია ევროპას სთხოვს ოცნების ლიდერებისთვის სანქციები დააწესოს.

ახალ კონსტიტუციას და პარლამენტში მიმდინარე განხილვას ბოიკოტს უცხადებს სამოქალაქო სექტორი. პროტესტს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

დღის ამბები