24 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება ფანასკერტელის ქუჩაზე - ორი ახალგაზრდა საავადმყოფოებში გადაიყვანეს

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის ფანასკერტელის ქუჩაზე. თვითმხილველების თქმით, ჩხუბი ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და უცნობ პირებს შორის მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები