„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ქუთაისში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიის თავმჯდომარემ რუას ქუჩაზე ბიზნესით დაკავებულ მოქალაქეებს მეწარმეებისთვის მხარდამჭერი პროგრამა გააცნო.
„სამუშაო ადგილების უმრავლესობას დღეს საქართველოში ქმნის მცირე ბიზნესი, რომელსაც ძალიან უჭირს. ამიტომ, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული ინიციატივები, როგორ დავეხმაროთ მცირე ბიზნესს,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, 100 000 ლარამდე წლიური ბრუნვის ბიზნესის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას, 200 000 ლარამდე ბიზნესისთვის კი, დღგ-ს გადახდის მინიმალური ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს.