25 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
რუსთავში ნაწარმოები დეკორატიული აგურები „ექსპო ჯორჯიაში“ წარმოადგინეს

"სტარტაპ საქართველომ" დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მორიგი პროექტის პრეზენტაცია გამართა. „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში რუსთავში ნაწარმოები ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურები წარმოადგინეს.

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას მთავრობის ინიციატივით, "საპარტნიორო ფონდი" და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.

„სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს. მათი იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დღის ამბები