20 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
დედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ირმა ყოჩიაშვილის მამა მკვლელობის დღეს იხსენებს

დედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ირმა ყოჩიაშვილის მამა ომარ ყოჩიაშვილი „კურიერთან“ მკვლელობის დღეს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ სახლში მისულს მეუღლე არ დახვდა, რაც მისთვის საეჭვო გახდა, რადგან ქალს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და სახლიდან დამოუკიდებლად ვერ გავიდოდა.

მსჯავრდებულის მამა დარწმუნებულია, რომ მისმა შვილმა მკვლელობა ბექა შენგელიას ზეგავლენით ჩაიდინა.

განსხვავებულია ბექა შენგელიას ოჯახის პოზიცია, რომელსაც 79 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა შეეფარდა. მსჯავრდებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ყოჩიაშვილი შვილმა მოკლა და შენგელია მეგობარს მხოლოდ ცხედარის სახლიდან გატანაში დაეხმარა. ოჯახი პროკურატურას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაშიც ადანაშაულებს.

ბექა შენეგლიას მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას ადვოკატები უკანონო გადაწყვტილებად აფასებენ. 

ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გადაწყვტილება გუშინ გამოაცხადა, თუმცა, საქმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, კანიბალიზმი, გამორიცხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები