20 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
აქცია ხობის რაიონში - პირველი მაისის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. 30-მდე ადგილობრივი სოფლის შესასვლელთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ცენტრალურ მაგისტრალთან სოფლის დამაკავშირებელი გზის შეკეთებას მოითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ გზა განსაკუთრებით გაუვალი უამინდობის დროს ხდება და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

მათივე თქმით, გზის შეკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას არა ერთხელ სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებთან სოფლის რწმუნებული მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2-3 თვეში დაიწყება გზის შეკეთებითი სამუშაოები და წყალსაწრეტების პრობლემის მოგვარება.

მოსახლეობა ამბობს, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათის იყო და ადგილობრივები მობილიზებას და ცენტრალური გზის გადაკეტვას მომავალ კვირას გეგმავენ. 

დღის ამბები