20 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო ხმები მოაგროვა

ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო ხმები მოაგროვა. კონსერვატორებმა ორ კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩრდილო ირლანდიურ პარტიასთან შეთანხმება გააფორმეს.

დოკუმენტის თანახმად, თემთა პალატაში კენჭისყრების დროს ტორების ინიციატივებს, ირლანდიური პარტიის 10 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება. 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ტერეზა მეის პარტია პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა 10 მანდატით ნაკლები მიიღო და უმრავლესობა ვერ მოიპოვა. დღეს გაფორმებული შეთანხმებით კი, მან ჩრდილო ირლანდიური პარტიის სახით ახალი საპარლამენტო პარტნიორი შეიძინა.

დღის ამბები