25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
აფგან მუხთარლის მეუღლეს იმედი არ აქვს, რომ აზერბაიჯანი მას ციხიდან გამოუშვებს

აზერბაიჯანელი ჟურნალიტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი სტრასბურგში გასაგზავნ დოკუმენტებს ამზადებს, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეჩერდეს. ის აღნიშნავს, რომ აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოითხოვს, რომ მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება დროებით იქნას შეჩერებული და მას საქართველოში, თავის ოჯახთან დაბრუნების საშუალება მიეცეს.

ამ თხოვნით ევროსასამართლოს ქართულმა მხარემ უკვე 2 ივნისს მიმართა. აზერბაიჯანის მხარემ ევროსასამართლოს დოკუმენტაცია წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა სტრასბურგის დავალებით მასთან წითელი ჯვრის წარმომადგენელი შეუშვეს და შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა, რაგდან მას დიაბეტი და გულის დაავადებები აღენიშნება.

„ჩვენ მოგვეცა ვადა, რომ 27 ივნისამდე გაგვეცა პასუხი აზერბაიჯანის მთავრობის არგუმენტებზე, დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით და დღეს ჩვენ გავაგზავნით უკვე ევროსასამართლოში ჩვენს არგუმენტაციას, თუ რატომ უნდა მოხდეს აფგან მუხთარლის გათავისუფლება,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ჟურნალისტის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას იმედი არ აქვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან მუხთარლის ციხიდან გამოუშვებს.

„წინა წლების გამოცდილება გვაქვს სხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ყარმამადოვის საქმეზეც თქვა ევროპის სასამართლომ, რომ ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ დღემდე აღსრულებული არ არის. იმავეს გააკეთებენ აფგანთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები