20 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
"მიხედეთ თქვენს ყაჩაღ თავს და ყაჩაღ შვილს," - გაქცეული ბექა კირვალიძის დედა დავით როსტომაშვილს მიმართავს

პოლიციის სამმართველოდან გაქცეული ბექა კირვალიძის ოჯახი მისი გაუჩინარების ახალ დეტალებზე საუბრობს. ოჯახის ინფორმაციით, მისი კვალი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაკარგეს, რაც ის ერთ-ერთ ხევში ჩახტა. ინფორმაციას ოჯახი ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოძიების ვიდეომასალებს გაეცნო. 25 წლის ბექა კირვალიძეს გამოძიება მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ძიება ამჟამად ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, ოჯახი კი მოითხოვს კვალიფიკაცია წვრილმანი ხულიგნობით შეიცვალოს, რადგან ყაჩაღობის დამდასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. კირვალიძის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისი ადგილსამყოფელის დადგენასაც მოითხოვენ.

„შეიძლება ჩემმა შვილმა სცემოს უსამართლობაზე ადამიანი, მაგრამ ბექა კირვალიძე ყაჩაღობას არ ჩაიდენს. ამას მთელი უბანი დაამტკიცებს და იქ არაფერი მომხდარა. თვითონ ყაჩაღია როსტომაშვილი. ბატონო დავით, მიხედეთ თქვენს ყაჩაღ თავს და ყაჩაღ შვილს, ჯობია ამ ბავშვებს თავი დაანებონ. დღეს მე შვილი არ ვიცი სად არის, როგორ არის და რა სჭირს, მე ვიცი, რომ გაქცეულია,“ - განაცხადა ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები