19 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
დაპირისპირება ფოთში - მოვაჭრეების ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გარემოვაჭრეებმა ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესასვლელის ჩაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დილით ადგილზე მისულებს დახლები აღებული, ტერიტორია კი, დასუფთავებული დახვდათ.

სიტუაცია ფოთის აგრარულ ბაზართან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისა და ბაზრის წარმომადგენლის მისვლის შემდეგ დაიძაბა. მერიის თანამშრომლები მოვაჭრეებისგან იმ ტერიტორიის დატოვებას ითხოვდნენ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ერთი ქალბატონი.

ფოთის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სთავაზობს, სადაც ადმინისტრაცია შეღავათიან საგადასახადო პირობებს დააწესებს, თუმცა მოვაჭრეების ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

 

დღის ამბები